გაკვეთილის თემა
|
აკრძალული ქალაქის სევდა
|
მასწავლებლის გვარი და სახელი
|
ნინო გათენაშვილი
|
საფეხური
|
დაწყებითი
|
კლასი
|
VI კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
კლასში არის 15 მოსწავლე. არ არის სსსმ
|
გაკვეთილის მიზნები
|
გამოიმუშავებს მედიატექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევებს,
გაანალიზებს მედიატექსტებს,
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
· წინასწარ შედგენილი მოკლე გეგმის მიხედვით მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას სხვადასხვა თემაზე;
· ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
· ტექსტის ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება
· ამოიცნობს და განარჩევს არსებით, ზედსართავ, სახელებს, ამოიცნობს ზედსართავ სახელებს, მათს ფუნქციას;
· ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
|
წინასწარი ცოდნა
|
ნოდარ დუმბაძის ,,გულის ‘’ მიხედვით მსჯელობენ ქართველთა და აფხაზთა ადრინდელ ურთიერთობებზე, რა იციან თანამედროვე აფხაზეთის ,მათთან ომის შესახებ
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული ,კალამი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი
|
გაკვეთილის მსვლელობა,აქტიბობები და სტრატეგიები
|
აქტივობა 1.გამოწვევა: მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ წინა გავლილი მასალა აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობის შესახებ. -3წთ
აქტივობა 2. გონებრივი იერიში- რა იციან მოსწავლეებმა აფხაზეტის ომის შესახებ. - 5წთ.
აქტივობა 3. ვაჩვენებ მოსწავლეებს ჩემ მიერ მომზადებულ სლაიდშოუს ,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ - 5 წთ.
აქტივობა 4. ტექსტის კითხვა.კლასს დავყოფ სამ ჯგუფად.თითოეულს მივცემ თითო მონაკვეთს წასა
კითხად,გამოვიყენებ ჩუმი კითხვის სტრატეგიას ,,მზე და მთვარე“ -12 წთ..
აქტივობა 4.წაკითხულის გაზიარება .სიღრმისეული წვდომის მიზნით კითხვებით ვამოწმებ მოსწავლეთა ცოდნას. -10წთ.
აქტივობა 6. ენობრივ მასალაზე დაკვირვება. პროექტორის საშუალებით ნაჩვენები სლაიდებით გავიხსენებთ ზედსართავი სახელის რაობას, კითხვებს, თანხმოვანფუძიანი ზედსართავი სახელის ბრუნებას არსებითთან ერთად. -7წთ
აქტივობა 7. საშინაო დავალება -ტექსტი თხრობით. მოძებნონ მასალები აფხაზეთის ომის შესახებ. -3წთ.
|
შეფასების რუბრიკები
|
გამოვიყენებ მსჯელობისა და გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკებს
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий